გიორგი გახარია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
13-09-2019, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

 


საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

 


საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მხრიდან საკითხის მაღალი რანგის დიპლომატიური ფორმატების ფარგლებში განხილვის აუცილებლობას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებისთვის ინფორმაციის მყისიერ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობას.

 


შეხვედრაზე პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვეს ვითარების მაქსიმალური დეესკალაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას.

 


პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის პროცესში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი