ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა.
პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც.
ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო დაადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„მხატვრის ქუჩაზესარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებადასკვნით ეტაპზე გადადის, რაც სასიხარულო ფაქტია. აქ მცხოვრებ ადამიანებს დაზიანებული გზის, გაუმართავი კომუნიკაციებისა და რთული რელიეფის გამო, გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. ამ დროისთვის, მიწისქვეშა ქსელები მოწესრიგებულია და დარჩენილია გზის საფარის განახლების სამუშაო. ქუჩის ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა, ხოლო ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა.
მხატვრის ქუჩაზე სულ, 1800-მდე კვ. მ ფართობის გზა განახლდება. პროექტის ღირებულება 120 556 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.