საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა განათლების სტანდარტებთან თავსებადია. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენება უსურვეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა რიგით II სამეთაურო-საშტაბო კურსი 9 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. მათ კურსის მიმდინარეობის პერიოდში შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, ბატალიონის, ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესი და საბრძოლო მომზადების ორგანიზება, ლიდერობა და მენეჯმენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.