სერგი კაპანაძე - „თაკო ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“ მისამართით ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო“
14-09-2019, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება შეაფასა.

 

 

დეპუტატის განცხადებით, არასწორია ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთერთობები ტალახის სროლის კამპანიის პირობებში არსებობდეს, რაც, კაპანაძეს თქმით, ჩარკვიანის მხრიდან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა.

 

 

„თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ ნეგატიური შეფასება გააკეთა, არა შინაარსის მიმართ, თუმცა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები იყოს ცილისწამების, ტალახის სროლის კამპანიის პირობებში, რაც არაერთხელ მოხდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ჩარკვიანის მხრიდან. ჩვენი მოწოდება იქნება, „ძალა ერთობაშიას“ მიმართ, გააკეთონ შეფასება ამ განცხადებაზე. ისინი აპირებენ, რომ ამ სტილში, „ასავალ-დასავალისა“ და სიბინძურის სტილში გააგრძელებენ ურთიერთობას თუ ემიჯნებიან და ამ განცხადებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

„მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

 

 

თაკო ჩარკვიანი ამ მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი