„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ნულოვანი ბარიერის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ეს საჭიროა იმისათვის, რათა შეფასდეს პოლიტიკური პარტიების წონადობა.
„მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა იყოს თუ არა ნულოვანი ბარიერი. უნდა იყოს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურმა პარტიებმაც და ადამიანებმაც უნდა დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე. უნდა დაინახონ, რომ ბლოკის ფარგლებში რომელიმე პარტიაზე მიწებება არ არის სწორი, ვინაიდან თუ 13 000 ხმას ვერ აგროვებ, არ უნდა გქონდეს იმის პრეტენზია, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო“, განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.