საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტს არ გამოაცხადებს, რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიას განახორციელებს. სააკაშვილის მტკიცებით, ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ულტიმატუმის გამო განახორციელა.
„პუტინმა ივანიშვილის 2 თვის წინ უთხრა, რომ თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ „სამხრეთ ოსეთის“ ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია... ეს ზუსტად ვიცი“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა:
„ივანიშვილმა გადააყენა თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ მოსწონდათ რუსებს - არც მე მომწონდა, მაგრამ რუსებს კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ - და დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად; გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი დანიშნა პრემიერ მინისტრად და ფიქრობს, რომ როგორმე რუსები დაწყნარდებიან, მაგრამ კრეტინია და არ ესმის, რომ ეს პუტინს არ დააკმაყოფილებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.