ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას დაესწრება
24-08-2015, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის სასახლეში, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.

 

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს საღამოს საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 900-მდე სტუმარია მიწვეული.


"დღეს 20 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველომ მიიღო დღევანდელი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის ძირითადი კანონი და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველა ჩვენგანის თანაცხოვრებისთვის ბაზისური, სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოს შემქმნელი.სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ დღევანდელი დღე აღინიშნოს საზეიმო ღონისძიებით, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციაში",- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ.


მისივე ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე მიწვეული არიან როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.


დავით პატარაიას განმარტებით, ღონისძიებაზე მთავრობის ცალკეულ წევრებთან ერთად, დაპატიჟებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი