გარდაბნის მუნიციპალიტეტმა თეთრიწყაროში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16-09-2019, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვემო ქართლის რეგიონმა წელს პირველად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმს უმასპინძლა.

 


ფორუმში აქტიურად მონაწილეობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტი. სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თვალსაჩინო ექსპონატები იყო წარმოდგენილი. მსმენელის წინაშე ტრადიციულად წარსდგა ანსამბლი „ბეთანია“, რომელთა შემოქმედებაც გულგრილს არავის ტოვებს.

 


ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

 


საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

 


ქვემო ქართლში კლტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმის ორგანიზატორი კომპანია „არ-ემ-ჯი“ , სამოქალაქო აქტივისტთა საზოგოდოება „საყდრისის კომიტეტი“, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი იყო. ფორუმს მხარდაჭერა გაუწიეს რეგიონის მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც საკუთარი ისტორიულ-კულტურული მხარე წარმოაჩინეს.

 


ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი