არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ქვეყანას და ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას - მნიშვნელოვანია, გადავერთოთ მომავალზე
16-09-2019, 09:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგ საყოველთაო-სახალხო განხილვას ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 


დისკუსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა, რომელმაც შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზანი, შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

 


კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო.

 


არჩილ თალაკვაძემ განხილვაზე დამსწრეებს განუმარტა, თუ რატომ მივიდა მმართველი გუნდი შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებამდე.

 


„ცხოვრებამ მოგვცა გაკვეთილები, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლება, ვისაც აქვს მანდატების მაღალი რაოდენობა, საქმიანობას კრიზისით ამთავრებს. ასე მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასე მოხდა უფრო ადრეც. ჩვენ ეს გაკვეთილები გავითვალისწინეთ და ამიტომ, ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მიანიჭებდა მანდატების ძალიან მაღალ რაოდენობას. შანსი იმისა, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პროპორციული არჩევნების მოდელით პრაქტიკულად არ რჩება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი