საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ "საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა".
"თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. უკრაინელმა ხალხმა გრძელი გზა გაიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.