„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და წინასწარ დაწერილი ტექსტის მედიისთვის გაცნობისას დასძინა, რომ „სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული“.
„საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია, მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებით არის შესაძლებელი.
განცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები, თვალსაჩინო და ხელშესახებია - იგულისხმება ურთიერთობები, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან.
თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
ამ არჩევანის ერთგული საქართველოს ხელისუფლება იყო და მომავალშიც დარჩება პრინციპული და პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე.
7 წელია ქართული ოცნება წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება ევროპული საქართველოც, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება.
მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ არა ერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში.
სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული.
შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგანაც ესმით, ე.ი სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარ -ეფექტებზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ.
შესაბამისად, ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.