თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ვარდიგორისა და თავასის მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან მიულოცა თერჯოლისა და საქართველოს მოსახლეობას.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ვულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, სტუდენტს, მოსწავლეთა მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. მოხარული ვარ, რომ წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში დარეგისტრირდა პირველკლასელი.
გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული.
ჩემთვის, როგორც პედაგოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანისათვის, მნიშვნელოვანია ეს დღე. მწამს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი განათლებულ თაობაზეა დამოკიდებული. ყველა რეფორმა, რაც განათლების სფეროში ხორციელდება, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ქვეყნის ხელისუფლებისათვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, მომავალ თაობაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული სხვა ყოფით პრობლემებამდე. ამის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ წელს 15 სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 512 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო ერთი სკოლა „მილენიუმის პროექტის ფარგლებში“ სრულიად რეაბილიტირდა.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელი!“ - განაცხადა მერმა.

თუზის საჯარო სკოლის II კორპუსში, ვარდიგორაში 21 ბავშვი, მათ შორის ერთი პირველკლასელი მოსწავლეა, ხოლო თუზის საჯარო სკოლის III კორპუსში, თავასის სკოლაში 17, მათ შორის 2 პირველკლასელი. მიმდინარე წელს ვარდიგორის სკოლაში მოეწყო სველი წერტილები და სასწავლო ოთახები, რისთვისაც 62 310 ლარი დაიხარჯა, ხოლო თავასის სკოლაში კარ-ფანჯრებისა და ოთახების რემონტისათვის 29 806 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ქოჩიაშვილსა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად აღნიშნული სკოლების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მოსწავლეთა მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო, ასევე პედკოლექტივსა და მოსწავლეთა მშობლებს გაესაუბრა.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.