არჩილ ჯაფარიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს ლენტეხიდან მიულოცა
16-09-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალის და დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლებს ესტუმრა და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 


"ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

 


გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს გამორჩეულად ნაყოფიერი.

 


ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდების ხელშეწყობა და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა.

 

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი რეგიონის 17 სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დაგეგმილია 2ახალი სკოლის მშენებლობა ლაილაშში და ჭყვიშში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ლენტეხის N1 და თეკალის საჯარო სკოლებსაც, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად, ბევრი სხვა საინტერესო სიახლე დახვდებათ მოსწავლეებს თავიანთ სკოლებში.

 


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი კვლავ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მაჩვენებლით, ამ წარმატებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი პედაგოგებს მიგიძღვით,
ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაფასდა თქვენი დაუღალავი შრომა.

 


კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას!" - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი