კახაბერ გვანცელაძემ ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება თბილისის N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მიულოცა
16-09-2019, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყება N153 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს მიულოცა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებით დახვდნენ - პატარების მხიარული განწყობის შესაქმნელად აღმზრდელებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს.

 

 

N153 ბაგა-ბაღში გასული არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა დაზიანებული სახურავი, შეიღება ფასადი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ღონისძიებების დარბაზი, ასევე, შეკეთდა ამორტიზებული საევაკუაციო კიბეები. საბავშვო ბაღში წელს 750-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.

 

 

 

 


„მინდა თითოეულ პატარას, მათ მშობლებს და რა თქმა უნდა, ბაღის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება და ვუსურვო მშვიდობიანი წელიწადი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ თბილისის თითქმის ყველა ბაღში ჩავატარეთ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, განვახორციელეთ გამაგრება-რეკონსტრუქციისა და ეზოების განახლების პროექტები, რათა კომფორტული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა ჩვენი პატარებისათვის,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 


სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება პატარებს გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მიულოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი