ქვემო ქართლში 31 სოფლისთვის, „ისტორიული“ თურქული სახელების დარქმევას ითხოვენ
24-08-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს.


პანთურქისტული იდეების პოპულარობით ბოლო დროს აზერბაიჯანი გამოირჩევა. სოლიდური, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსების მქონე ორგანიზაციები „დიდი თურანის" იდეების გავრცელებას არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მეზობელი სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზე ცდილობენ, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ პანთურქისტული დროშები საქართველოშიც გამოჩნდა. ამ იდეების მატარებელი ორგანიზაციების სამიზნე, როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანია, ქვემო ქართლი, ანუ როგორც თავად უწოდებენ, „ბორჩალოა".


ამ თემაზე გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში წერს.


გამოცემის თანახმად, ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სახალხო დღესასწაულის, „ელათის" (მწყემსის დღის) აღნიშვნით, რომელსაც უკვე მესამე წელია, დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჩალო" მართავს.


„ეს ორგანიზაცია ბაქოშია დაფუძნებული და ოფიციალურად „ბორჩალოელი" აზერბაიჯანელების უფლებების დაცვასა და საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. მისი ხელმძღვანელი ზელიმხან მამედლი წარსულში მეჯლისში ოპოზიციურ პარტია „კლასიკურ სახალხო ფრონტს" წარმოადგენდა.


2009 წლის 13 ივნისს "ბორჩალოს" მორიგ კონფერენციაზე მამედლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, მისი პირველი მოთხოვნა იყო საქართველოში 31 სოფლისთვის შეეცვალათ სახელი და დაერქმიათ "ისტორიული" (თურქული სახელები) (?!).


2012 წლის 20 მარტს ზელიმხან მამედლის ინიციატივით, „თურქთა კონფედერაციის" პრეზიდენტმა საქართველოში, დაშგინ გიული მამედოვმა "ბორჩალოს" საზოგადოებრივი პარლამენტის დაარსებაზე განცხადება გააკეთა და ყველა აზერბაიჯანულ ორგანიზაციას მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ძლიერი ბირთვი შეექმნათ(?!).


ორგანიზაცია "ბორჩალოს" თაოსნობით  "მწყემსის დღე" დმანისში ყოველ წელიწადს (26 ივლისს) აღინიშნება (1989 წლის 26 ივლისს გაიმართა შეკრება, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თურმე ქვემო ქართლი "ბორჩალოა" და შესაბამისად აზერბაიჯანული მიწაა. არ არის გამორიცხული, რომ 26 ივლისი "მწყემსის დღედ" სწორედ ამიტომ შეირჩა)“ - წერს გამოცემა.


დმანისის ერთ-ერთი მკვიდრი გაზეთთან საუბრისას, ამ „სახალხო დღესასწაულზე“ მომხდარ ინციდენტებს იხსენებს.


„ჩვენთან ახლოს არის პანტიანის ტბა. სწორედ აქ ტარდება ეს ზეიმი. არ ვიცი, ვისი ზეიმია- აქაური აზერბაიჯანელები ახლოს არ ეკარებიან. კონცერტიც იმართება, მთელი დღე ისმის მოწოდებები. ჩამოდიან გარდაბნიდან, მარნეულიდან, კახეთიდანაც, აზერბაიჯანიდან. ჩამოსულები აქაურობას „ბორჩალოს" ეძახიან და ამბობენ, ეს მიწები აზერბაიჯანელებისააო. ამ დღესასწაულზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭრეს „სპიცით", მაგათიანიც დაიხრჩო ტბაში - ეტყობა, მთვრალი შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ხმას არავინ იღებს“ - აცხადებს დმანისის მკვიდრი ეთნიკურად ქართველი მოქალაქე.


newspress.ge

კომენტარები: 1
#1   kaxa
      
უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე 2015 წლის 24–30 აგვისტოს გაზეთ „პალიტრა“–ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „პანკისი 2“–ის საფრთხე ქვემო ქართლში“ ეხმაურება და ხელისუფლებას გადაუდებელი კანონიერი რეაგირებისაკენ მოუწოდებს
უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე 2015 წლის 24–30 აგვისტოს გაზეთ „პალიტრა“–ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „პანკისი 2“–ის საფრთხე ქვემო ქართლში ეხმაურება და ხელისუფლებას გადაუდებელი კანონიერი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში ე.წ. „საზოგადოებრივი დღესასწაულის“ საფარქვეშ არსებობს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საფრთხე, რომლის ძირითადი ინიციატორს და ორგანიზატორს წარმოადგენს ბაქოში დაფუძნებული ორგანიზაცია „ბორჩალო“, რომელიც დიდი ალბათობით ფინანსურად ეხმრებიან სტატის თაანხმად აზერბაიჯანის წარმომადგენლები. შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადგილი აქვს ეთნიკური ჯგუფების მობილიზაციას, სეპარატისტული მოძრაობის წახალისებისა და ეთნიკური დაპირისპირების მიზნით. ასევე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში ქართული სახელწოდებების ნაცვლად თურქული სახელწოდებების დარქმევის მცდელობა. სასწრაფოდ შესასწავლია ე.წ. ორგანიზაცია „ბორჩალოს“ და მისი წარმომადგენლის ვინმე ზელიმხან მამედლის საქმიანობა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სტატიის თანახმად, ეს ორგანიზაცია შენიღბულია კეთილობილური მიზნებით და გარეგნულდა თითქოს ემსახურება „აზერბაიჯანებელის უფლებების დაცვისა და საქართველოს აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას“, თუმცა სტატიაში საფუძვლიანი ვარაუდია მასზედ, რომ ამ ორგანიზაციის რეალური მიზნები შესაძლოა მიმართული იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ორ მოძმე ერს შორის მშვიდოაბიანი თანაცხოვრების საწინაღმდეგოდ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ „ბორჩალოს“ საქმიანობას ხელს უწყობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რეგიონში ვითარების მიზანმიმართული დაძაბვის მიზნით. შექმნილი ვითარება ხელისუფლებას ავალდებულებას განახორციელოს გადაუდებელი რეაგირება და შეიწავლოს საქართველოში „ბორჩალოს“ საქმიანობა კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ასევე აუცილებელია დადებითად იქნას გადაწყვეტილი ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობის მოთხოვნა ე.წ. სახალხო „ელათის“, იგივე მწყემსის დღის გაუქმება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტარდება ორგანიზაცია „ბორჩალოს“ ორგანიზებით, რადგან ეს დღესასწაული სტატიაში ასახული ფაქტების გათვალისწინებით ქმნის დამატებით საფრთხეებს და პრობლემებს ქართულ–აზერბაიჯანულ მეგობრულ ურთიერთობებში. საყურდღებოდ მიგვაჩნია დმანმისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის რაფაელ ისკანდაროვის კომენტარი, რომელიც აღნიშნავს, რომ „წელს ზეიმზე გამოვიდნენ და დაიწყეს საუბარი იმაზე რომ საქართველოს პრობლემები აქვს აფხაზეთში, პრობლემები აქვს სამცხე–ჯავახეთში. ეტყობა მინიშნება უნდათ რომ აქაც პრობლემა იქნებაო. ეს ჩვენი აზერბაიჯანელების ზეიმი არ არის. თუ აზერბაიჯანელი ხალხის ზეიმი გვინდა, ჩვენვე ჩავატარებთ თუნდაც დმანისობას. ვინ გვიშლის ხელს ?“ –აღნიშნავს რაფაელ ისკანდაროვი სტატიაში. ამ კომენტარიდანაც ნათლად ჩანს არსებული საფრთხეები. ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყოვნებლი განახორციელოთ ყველა საჭირო მოქმედება, რათა აღკვეთილი იქნას „ბორჩალოს“ და მსგავსი ე.წ. ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რათა ანტისახელმწიფოებრივი ძალების მოქმედებით ჩრდილი არ მიადგეს ქართულ–აზერბაიჯანულ მეგობრობას აუცილებლად განვახორციელებთ საზოგადოებრივ კონტროლს ამ პროცესებზე და საზოგადოებას კანონის ფარგლებში მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია უფლებადამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში
25 აგვისტო 2015 05:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი