წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, მამია ფანცულაიას მემორიალური დაფა გახსნა და გმირის სახელობის სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მამია ფანცულაია 2008 წლის ომში მეგობრის გადასარჩენისას სოფელ ხეთაგურში გმირულად დაიღუპა. მისი გარდაცვალების დღეს დაიბადა ქალიშვილი ანა, რომელიც ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა.
წყალტუბოს მერიის ცნობით, ახალი სასწვლო წლიდან ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლა მამია ფანცულაიას სახელს ატარებს. ამ სკოლაში წელს 18 პირველკლასელია, რომლებსაც სასწავლო ბუქები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მერის წარმომადგენელმა ფარცხანაყანევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიკოლოზ თევდორაძემ პედაგოგებთან ერთად გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.