ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ ზემო ქვალონში, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც 50 ათას ლარამდე დაიხარჯა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 2019 წელს, ბიის, თორსა-დღვაბის, ახალსოფლის, ხამისკურის, პატარა ფოთის და ნოჯიხევის საბავშვო ბაღებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები; ხოლო ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 60 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი შენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.