საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარისას.
გახარიას თქმით, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი ხდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორებია საჭირო.
„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი, ამაზე კიდევ რა შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული, უცხოელი, ჩვენთვის ძალზეც მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცებს აბრალებენ, არასერიოზულია“, განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.