იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და წყალტუბოს მერმა წყალტუბოს სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
16-09-2019, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ჰყავდათ რეგისტრირებული.
საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა. დღესვე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი