ვერ იქნება საქართველოში ევროპული კეთილდღეობა, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ამერიკული უსაფრთხოება, ეს „ანაბანაა“, მე ეს არ მიკვირს, მე მქონია ბიძინა ივანიშვილთან კამათი 4-5 წლის წინ, შემოუთავაზებია მას, რომ მოდი, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოში და მე ვუთხარი არ იცვლება-მეთქი, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ტელეკომპანია პირველში“ საუბრისას.
მისი თქმით, გზა ევროპული ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, რუსეთისადმი მავნებლური დამოკიდებულებით, ევროატლანტიკური ინტერგაცია უნდა შეწყვიტოს.
„ეს ჩემთვის სიახლე არ არის, ევროპული ინტეგრაციისკენ გზა - ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ლამის ყველაფერი შევწირეთ უზრუნველყოფას, არ ნიშნავს იმას, რომ ამის პარალელურად რუსეთისადმი მავნებლური დამოკიდებულებით ჩვენ შევაჩეროთ და მერე შევწყვიტოთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამჟამად, პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანაში გაჩნდა პარლამენტში ღია პრორუსული პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც 5.1%-ით შეიყვანა ივანიშვილმა პარლამენტში და „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში არ შეუშვა, იმიტომ, რომ ირაკლი ალასანია არ იყო მისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა“ , - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.