საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.
ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს წელს წარმატებით ასრულებს.
ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მთავრობის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელმაც კორპორაციის პირველი და მეორე კომპაქტით, ჯამში 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პარტნიორად და უზრუნველყოფს კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.