სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მექანიზმები და პროცედურები იხვეწება, ამასთან, ნათლად განისაზღვრება გამოძიების ჩატარებასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობები.
ცვლილებები, რომელიც „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონსა და საკანონმდებლო პაკეტში შედის, საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
როგორც მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აღნიშნული სამსახური ამოქმედდეს სწორად, დათქმულ ვადაში და იმუშაოს შეუფერხებლად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები სწორედ გამოძიების ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვას ემსახურება. მეორე ძირითადი ამოცანა გახლავთ სოციალური გარანტიების შექმნა იმ ორგანოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებს ახორციელებენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.