მგონი დასხდნენ და ქვეყანას ინაწილებენ, ისე საუბრობენ ამ გაჭირვეებულ ქვეყანაში. პენსიაზე ბევრად ძვირი ჯდება „შავი ჯიპის“ საწვავის ბაკის გავსება და ესენი სხედან და მილიონებს ინაწილებენ, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
„იმასაც ამკვიდრებენ, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეაო“, გაივსო ბინძური ადამიანებით და იმიტომ არის ბინძური საქმე, თორემ პოლიტიკა ხალხის მსახურებაა და როგორ შეიძლება ის სიბინძურე იყოს“ , - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკა არ იცის და ის ისევე უნდა გაიძარცვოს, როგორც ის ადამიანები, რომლებიც კრედიტების გამო ქუჩაში დარჩნენ.
„ხაზარაძის მიმართ პოლიტიკა ისეთივე განწყობილი იყოს, როგორც ის იყო ზოგადად მოსახლეობის მიმართ განწყობილი, როდესაც კრედიტებს იღებდნენ მასთან და ქუჩაში ყრიდნენ. მე ვფიქრობ, ხაზარაძე კიდევ რბილად არის პოლიტიკაში შემოსული. ის ისეთი უვიცია პოლიტიკაში, როგორც ზოგიერთი ის გაჭირვებული, რომელიც მიდიოდა და იმ სესხებს იღებდა და მერე რომ ადანაშაულებდნენ - თუ არ იცოდით სესხის აღება და ბიზნესის კეთება, მაშინ რატომ იღებდითო და ყველაფერს რომ ბოლომდე ართმევდნენ. ჰო, მაშინ ამ ადამიანმაც არ იცის პოლიტიკა და მაშინ, ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში” , - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.