შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორს ლოურენს მერიდიტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საქმეში.
ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობაც მიმოიხილა. სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის ეფექტიანად შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგები.
შეხვედრის ბოლოს სამომავლო ნაბიჯებსა და პროექტებზეც ისაუბრეს. დაისახა მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების გეგმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.