საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი ხედვისა და პრიორიტეტების შემუშავებას ეხებოდა.
შეხვედრას ქართული მხირდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებში გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებთან თანმშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი. შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის მიერ ა.წ. ივლისში, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სტრატეგიული მიმართულებების და ახალი მიზნების იდენტიფიცირების მიზნით წამოწყებული ფართომასშტაბიანი კონსულტაციების ფარგლებში.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კონკრეტული წინადადებები 2020 წლის შემდგომ თანამშროლობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.