ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი
17-09-2019, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

 

 

არსებული ინფორმაციით, 24 წლის გოგონასა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

 

 

„სოკარ ჯორჯიაში“ imedinews-ს განუცხადეს, რომ ტრაგედიის მიზეზი არასწორად, წესების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ის ბინა კი, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა.

 

 

ზესტაფონში 24 წლის გოგონა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი 16 სექტემბერს ნახეს. 

 

 

გამოძიება სსკ-ს 240​-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი