საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, შეწყალების საკითხი დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პრინციპების ჩამოყალიბებამდე შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალება არასწორი გადაწვეტილებაა.
„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ მე შეწყალება წარმომიდგენია ისეთი ადამიანის, რომელიც მუხლებზე დაცემული შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და არც დაზარალებული მხარეა შეწყალების წინააღმდეგი. მე ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს სფერო მალე უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასლან ბეჟანიძე შეიწყალა, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.