საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის დიდი ხნის შემდეგ გასამართლებული პირის შეწყალებას „არაადეკვატურს“ უწოდებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც კითხულობს - „სამზარეულოში წყდება, სალომე ზურაბიშვილის სახლში, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუ სად?“
„პრეზიდენტი არ არის სანდო, ის არ იქცევა ადეკვატურად გარკვეულ შემთხვევებში. პოლიტიკურ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, წმინდა ყოფით შემთხვევებში მას მოსდის ძალიან სერიოზული შეცდომები. ამაში დამნაშავე არის არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი გუნდი, რომელმაც მოიყვანა ეს პრეზიდენტი. სად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ ურჩევს, ან ისინი ვინც ურჩევენ, რატომ ურჩევენ, რა მოტივი აქვთ. იქნებ კორუფციული სქემით მოხდა გათავისუფლება პოლიციელისა და კრიმინალები მონაწილეობენ ამაში და სამზარეულოში წყდება, სალომე ზურაბიშვილის სახლში, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუ სად? და ვინ არის ის ჯგუფი, რომელიც ამას წყვეტს, მისი სამეგობრო, სანათესაო, სადაქალო? როდესაც ის თვითნებურად ღებულობს მსგავს გადაწყვეტილებას, მაშინ რას უნდა ველოდოთ სხვა სფეროში? იგივე პოლტიკის სფეროში, უმაღლესი მთავარსარდალია, სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ, ამაზე იფიქროს იმან, ვინც მას ხმა მისცა“, განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.