ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ „ჩასაფრება“ სუს-მა და ბოკერიამ მოუწყო: „15 წელი ვიბრძოდი რუსეთთან და არ დავანებე არც ერთი გოჯი მიწა, ორ საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს?“
17-09-2019, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას სუს-ის მხარდაჭერით და გიგა ბოკერიას შეკვეთით თავს დაესხა „გაურკვეველი ჯგუფი ლანძღვა-გინებითა და ბრალდებებით“ და „როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ რომ მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო“.

 

 

„მინდა, შევეხო 8 სექტემბრის მოვლენას, როდესაც თავს დამესხა გაურკვეველი ჯგუფი ლანძღვა-გინებითა და ბრალდებებით. რა თქმა უნდა, სუს-ის მხარდაჭერით და ადამიანების შეკვეთით, ერთ-ერთი აქ ბრძანდებოდა, გიგა ბოკერია. ახლა მაინტერესებს, რატომ არის, რომ რუსეთს სულ ეს ადამიანები ახსენებენ. ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტი პრორუსული, ვინც ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა, ყველა სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაუგდო რუსეთს. ეს ადამიანები აქეთ გვაბრალებენ და იტყორცნებიან იარლიყებით. ხალხმა და სუს-მა ყველაფერი იცის, ხმას არავინ იღებს“, განაცხადა ემზარ კვიციანმა და დაამატა, რომ იმ დღეს მას პოლიცია ბოჭავდა და აქციის მონაწილეებს ყველაფრის საშუალებას აძლევდა.

 

 

„აქეთ შემომიტრიალეს. ამ ღალატში ჟურნალისტებიც არიან გაერთიანებული. იმდენი ჟურნალისტი მომსდევდა გადამღებებით და 10 ათასი კაცი შეიკრიბა ამერიკის საელჩოსთან. აბა, რამდენი ჟურნალისტი იყო და რა გააშუქეს საერთოდ. ჟურნალისტები ამბობენ, თითქოს მე მივედი მაგათთან და იმას კი არ ამბობენ, რომ ჩემთვის მივდიოდი ჩემს გზაზე. არანაირი კორიდორი არ ყოფილა. წინა დღით მწარე განცხადებები გავაკეთე და გავაკრიტიკე სუს-ი, მეორე დღეს ასეთი ჩასაფრება მომიწყვეს მაგათი ხელით, მერე ესენი ყვირიან პრორუსობაზე. ეს არის სამარცხვინო.

 

 

როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ რომ მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო და მას არ აქვს იმის ვალდებულება, რომ არ უნდა გლანძღოს. 15 წელი ვიბრძოდი სწორედ იმ რუსეთთან და არ დავანებე არც ერთი გოჯი მიწა ჩვენი ტერიტორიებისა. ორ საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს? თქვენ ხართ უმრავლესობაში და თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად.

 

 

მაქვს ასეთი წინადადება, ვისაც ღირსება შეგვრჩა, კიდევ ერთი ასეთი გამოხტომები და გავიდეთ ყველა ერთად, აღვკვეთოთ ის უბედურება, რასაც სჩადიან, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კოლეგებს, რომლებმაც სწორად შეაფასეს ჩემზე თავდასხმა“, განაცხადა ემზარ კვიციანმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი