17 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წოლაში, წმენდაურსა და ღარში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.
სოფლების მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის, წყალსადენების სისტემის მოწყობისა გაზიფიცირების საკითხები დაასახელა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები გააცნეს.
2019 წელს სოფ.ღარში მიმდინარეობს:
ღარის ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები (II ეტაპი)- (ღირებულება 1 173 000ლარი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.