ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა
17-09-2019, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ არსებული მიმდინარე საკითხები.

 


ვახტანგ გომელაურმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სექტორში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი