სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აცხადებს მორატორიუმს შეწყალებაზე
18-09-2019, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ მის მიერ არის მიღებული და არ აპირებს ვინმე სხვას დააკისროს პასუხისმგებლობა. 

 

 


„ჩავთვალე, რომ საჭიროა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი, ეს ჩემთვისაც არის ძალიან დიდი წუხილი. მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის გამართლება ვინმესი, ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია, რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, იმ მოცემულობის და შეფასება კიდევ ერთხელ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავას სხვას ჰქონდეს შეფასება იმავე გარემოებების, ამიტომაც მე წინათაც გამოვდიოდი ინიციატივით, რომ ეს წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ, ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ამ ახალ წესებს და ეს ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და ალბათ, უკვე მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორ უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს ასეთი შეშფოთება საზოგადოების. ამავე დროს, სანამ ეს წესები შემუშავდება, მე პირადად, გამომდინარე ამ ვითარებიდან, მე ვაცხადებ, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტი და ეს არის ჩემი სრული უფლება, მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება - წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს - როგორ იქნება შეწყალება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა:

 

„ასევე იყო სპეკულაცია ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია არც რჩევა რამენაირი, არც არავის უკითხია მისთვის ვინ რას ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე და ასე შემდეგ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხული არის და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს მასზეც და ვინმე სხვაზეც ადმინისტრაციაში, რამეთუ, მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია ვინმეს თავზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   რუსიკო სტურუა
      
მძიმე თემაა
19 სექტემბერი 2019 08:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი