კახა კალაძე: დაბა წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდა
18-09-2019, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ.N21-შიcსპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო.

 

 

მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს.

 

 

„ჩვენ არაერთხელგაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული სპორტული ცენტრი დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს მოიცავს, აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

კახა კალაძის თქმით, საგზაო-ინფრასტრუქტურული თუ მსგავსი პროექტები ადაპტირებული უნდა იყოს, რათა შშმ პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

 

 

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსში, მნიშვნელოვანია, შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი