ონის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშო შეხვედრა გამართა
18-09-2019, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 


შეხვედრაზე განიხილეს ზაფხულის პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ამავე პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების გეგმებში.

 


თათბირზე წარმომადგენლებმა დააყენეს თემებში ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით გამოკვეთილი საჭიროებები: შიდა გზების მოწესრიგების,საშეშე მერქინის მოპოვების და სათიბებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების საკითხები,რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში,შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.

 


შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ღარის თემის წარმომადგენელს ლევან არჩვაძეს და საკრებულოს დეპუტატს ამავე თემში გიორგი მარკოიშვილს,სოფლებში საკუთარი ინიციატივებით და ძალისხმევით განხორციელებული არაერთი სამუშაოსთვის,რომლებიც სოფლებში შესვლისთანავე იგრძნობა და ჩანს.

 


მერის განცხადებით წარმომადგენლის და დაპუტატის ურთიერთთნამშრომლობით და ძალისხმევით მსგავში მუშაოება სამაგალითო უნდა იყოს დანარჩენი თემის წარმომადგენლებისთვისაც.

 

 

შეხვედრას ესწრებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი-გიორგი ბენდიანიშვილი,ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი და შ.პ.ს კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი