"უვარგისი ადამიანია ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი]", - განაცხადა მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ გიორგი ოთხმეზურმა "მაესტროთან" საუბრისას. კითხვაზე, თუ რას აპირებს მოკლული ოთხმეზურის ოჯახი, გიორგი ოთხმეზური პასუხობს, რომ ახლა მან თავად იცის რა გზას მიმართავს ამ გადაწყვეტილების შემდეგ.
"უვარგისი ადამიანია ქალბატონი სალომე. სხვა ინტერვიუს ამ საკითხზე არ ვიძლევი. ჩემთვის რას ნიშნავს [პრეზიდენტის არგუმენტები] მე ვიცი", - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ინფორმაცია 16 სექტემბერს გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.