თინათინ ხიდაშელი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს სტუმრობდა
24-08-2015, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც 27 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად გახსნის.


როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება. „27 აგვისტოს, სწორედ, ამ ადგილას, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის საძირკველი ჩაიყრება. კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულწილად მზადყოფნაშია, რადგან შესაბამისი სწავლებები აქ პირველად არ ტარდება. თუმცა იმ მიზნებისთვის, რაც ამ ცენტრს აქვს, აქ ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.


თავდაცვის მინისტრის თქმით, შემდგომი თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება იგეგმება, კერძოდ, SNGP და უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ცენტრის გახსნა, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები.


თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა. „ეს არის ნატოს სტანდარტებით მოქმედი სასწავლო ცენტრი, სადაც მოემზადებიან სამხედროები, იმისათვის, რომ უკეთესად იყვნენ მომზადებული ყველა იმ გამოწვევებთან შესახვედრად, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო სთავაზობს როგორც ქართულ ჯარს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ამ სასწავლო ცენტრის მომხმარებლები იქნებიან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.


მინისტრის თქმით, გარკვეული განცხადებები, რომლებიც კრემლში იწერება, ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულ სწრაფვას, სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩვემა ქვეყანამ დიდ ხნის წინ გადაწყვიტა. „ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რისი ხელშემწყობი ერთ-ერთი საფუძველიც ეს სასწავლო ცენტრიცაა, სასარგებლო იქნება არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი