საქართველოსა და საფრანგეთს არაერთ სფეროში ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ და ვიმედოვნებ, თქვენი მისიის განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან შეხვედრისას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ასევე - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე,მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატების განხორციელების პროცესში. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.
საუბრისას აღინიშნა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერ მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, განაგრძოს მუშაობა, რათა დაცული იყოს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
საფრანგეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა პრემიერ მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.