რომან გოცირიძე: „ვიღაც შევიდა პრეზიდენტის კაბინეტში და დაუდო დოკუმენტები - ვინ არის ეს ვიღაც? ვინ ახდენს მასზე ასეთ ზემოქმედებას?“
18-09-2019, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიღაც შევიდა პრეზიდენტის კაბინეტში და დაუდო დოკუმენტები - ვინ არის ეს ვიღაც? ვინ ახდენს მასზე ასეთ ზემოქმედებას? , - ასე ეხმიანება "ტვ პირველის" ეთერში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ასევე მის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების საკითხს.

 

 

„არასერიოზული განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა მოარტორიუმი შეწყალებაზე და ელოდება რაღაც პროცედურების დახვეწას და ელოდება ახალი პროცედურების, რაღაც კომისიის შექმნას, არავითარი კომისია პარლამენტში არ იქნება და არც ვაპირებ მასში მონაწილეობის მიღებას, ვინაიდან შეწყალების საკითხები 20-25 წელიწადია უკვე საქართველოში მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია.

 

 

არსებობდა მექანიზმი, გარკვეული ფილტრი, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებებისგან იცავდა პრეზიდენტს და საზოგადოებას, მან ურყო, ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად არის მოშლილი ყველა მეტნაკლებად გამოცდილი და აპრობირებული სისტემები, გააუქმა შეწყალების კომისია და იღებს გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად, გადაწყვეტილებას, რომელიც არის ძალინ დიდი ვნებათაღელვის მომტანი საზოგადოებისთვის. ერთ დღეში სამი მკვლელის განთავისუფლება ისე, რომ არ ჩანს, ვინ მოამზადა დოკუმენტი, ვინ შეუტანა, ვინ იმსჯელა, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, განმარტებასაც  კი არ აკეთებს. ელემენტარულია, რომ ვიღაც შევიდა და დაუდო დოკუმენტები, ვინ არის ეს ვიღაც? მისი მეგობარი ნათესავი თუ ახლობელი? არაფორმალური ჯგუფია, რომელიც მასზე ზემოქმედებას ახდენს“ , - განაცხადა გოცირიძემ.

 

 

მისი თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან მორატორიუმის გამოცხადება მის მიერ კონსტიტუციური ვალდებულებებისადმი თავის არიდებას ნიშნავს.

 

 

„მორატორიუმი ნიშნავს, რომ ის გაურბის საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებს, ნიშნავს მრომ არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას რომელიც აკისრია კონსტიტუციით, ვინაიადან შეწყალების აქტი არის უფლება და ამავე დროს არის ვალდებულება, კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ უფლებები არ ენიჭება“ , - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი