სემეკ-მა ”თელასს” დენის შესყიდვის სავარაუდო ფასად 11,173 თეთრი განუსაზღვრა
24-08-2015, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებიან.


საჯარო განხილვაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სემეკის წევრებს სთხოვა იმ საკითხს დაბრუნებოდნენ, რომელიც წინა განხილვაზე წარმოიშვა. ბაღათურია ისევ დაინტერესდა, თუ სად წავიდა 800 მილიონის დავალიანება, რომელიც მოსახლეობას გააჩნდა "თელასის" მიმართ და რომელიც კომპანიამ ხალხისგან "სისხლის, ცრემლის და ოფლის ფასად ამოიღო".


სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ სემეკმა წარმოადგინა 1999 წლის აუდიტორული დასკვნა, სადაც 800 მილიონი, ან მასთან მიახლოებული ციფრი არ ფიქსირდება.


რაც შეეხება დღევანდელ საჯარო განხილვას, მასზე სამომხმარებლო ტარიფში შემავალ ორ კომპონენტს - საოპერაციო დანახარჯებსა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტს განიხილავენ.


განხილვაზე სემეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია "თელასს" სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სტ-ზე.


ამის შემდეგ სიტყვა ითხოვა ჯონდი ბაღათურიამ. მისი თქმით, "თელასი" 6 თეთრით ითხოვს, რომ ტარიფი გააძვიროს.


"რომ ვამბობდი, 6 თეთრით ითხოვენ გაზრდასო, ხომ ვყოფილვარ მართალი", - აღნიშნა ბაღათურიამ.


გარდა ამისა, "ქართული დასის" ლიდერი დაინტერესდა იმით, თუ რა მოცულობის სოციალურ გაზს იღებს საქართველო აზერბაიჯანისგან იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ენერგომატარებლებს ვატარებთ.


მისი თქმით, ეს სოციალური გაზი უნდა აისახოს თბოელექტროსადგურების ტარიფებში, რაზეც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა, რომ თბოელექტროსადგურების ტარიფები კომისიამ რამდენიმე კვირის წინ უკვე დაადგინა და ბაღათურიას მოუწოდა, რომ თუ არ არის კმაყოფილი ამ ტარიფებით, ეს სასამართლოში გაასაჩივროს.


ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ტარიფის ზრდით, უმაღლესი თანამდებობის პირები არიან დაინტერესებულები, ამიტომ მათ გაასაიდუმლოეს იმ სოციალური გაზის მოცულობა, რომელსაც საქართველო იღებს უფასოდ.


მისი თქმით, იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა სამართლიანი ტარიფი, მასში უნდა მოხდეს სწორედ ამ სოციალური გაზის ასახვაც.


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.



ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი