ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა. რობერტ ო’ბრიენს, რომელიც ჯონ ბოლტონს შეცვლის, საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი კარიერა აქვს და ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. იგი ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მეოთხე მრჩეველია.
ახალ მრჩეველს, იმიგრაციიდან დაწყებული ირანთან დაძაბული ურთიერთობებით დამთავრებული, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მოუწევს ჩართვა.
პრეზიდენტმა თავისი ახალი საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესში განუცხადა. „რობერტი ფანტასტიკურია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ“, თქვა ტრამპმა და შეაქო ო’ბრიენის საქმიანობა მძევლებთან დაკავშირებით.
ტრამპმა ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლა, არაერთხელ გააკრიტიკა. ბოლოს მას „კატასტროფა" უწოდა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული პოლიტიკის კონტექსტში და ასევე თქვა, რომ ის „აცდენილი იყო" პოლიტიკას ვენესუელასთან მიმართებითაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.