პრემიერ მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა
19-09-2019, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში.

 

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო ბორდერიზაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით  საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები.

 

 

გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე - საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი