ხონის კულტურის ცენტრში საქართველოში ფეხით ჩამოსულ ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლეს
19-09-2019, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის კულტურის ცენტრში 400 წლის წინ შაჰ-აბას პირველის მიერ საქართველოდან იძულებით გადასახლებულთა შთამომავლებს, ფერეიდნელ ქართველებს შაჰრამ ონიკაძეს, ისმაილ დავითაშვილს, ამირან გუგუშვილსა და მაჯიდ ჯავახიშვილს უმასპინძლეს, რომელთაც 31 დღიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველომდე ფეხით მოაღწიეს.

 

 

ფერეიდნელი სტუმრები შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ "ამ დარბაზში უამრავი ლამაზი ღონისძიება გამართულა, მაგრამ ასეთი ამაღელვებელი, ემოციებით დატვირთული, ქართული საღამო არ მახსენდება. დღეს ჩვენთან სტუმრად ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი ძმები, რომელთა ეროვნული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული, დამიკიდებულება ჩვენი ენისადმი, კულტურისადმი არის სამაგალითო და მისაბაძი".

 

 

ფერეიდნელ ქართველებისადმი სითბო და სიყვარული გამოხატეს ადგილობრივმა საზოგადო მოღვაწეებმა, ხელოვანებმა,სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და საჯარო მოხელეებმა. თავის მხრივ სტუმრებმა, 400 წლის წინანდელი ქართულით, ისაუბრეს წარსულზე, როგორ შეინარჩუნეს და დღემდე მოიტანეს ქართული ენა და სხვა მშობლიური ღირებულებები, რითაც ძალიან ამაყობენ. ფერეიდნელმა ქართველებმა დაბრუნების სიმბოლური აქცია დიდგორობის დღესასწაულს მიუძღვნეს და, ამგვარად, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი