გიორგი გახარია: თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება
19-09-2019, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

 

 

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას მთლიანობაში ექვემდებარება 26 მისამართი, რომელთაგან 20 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრაციის სწორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და მის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

 

 

„თბილისის განვითარების ფონდი" პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში" გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 2019-2020 წლებში განახორციელებს და მისი ღირებულება 25 მილიონი ლარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი