უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკითხები შავ ზღვასა და რეგიონის უსაფრთხოების და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმირ შკუროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი ოლგა ჩუბრიკოვა და მეორე ევროპული დეპარტამენტის თანამშრომელი ირინა კოზიკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.