ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
19-09-2019, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

 

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის მისიასთან იმ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას.

 

 

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ საქართველო, ძალიან ბევრი პარამეტრით, რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მისწრაფებაცა და პოლიტიკაც გახლავთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკურობისა, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვის სრულიად თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკა იმგვარადაა განსაზღვრული, რომ მათ აუცილებლად დავძლევთ.

 

 

კონკრეტულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვართ ის ქვეყანა რეგიონში, რომლის საჯარო სკოლების 14 % არაქართულენოვანი სკოლებია, რაც სრულიად შეესაბამება არაქართულენოვანი მოსახლეობის პროპორციულ რაოდენობას. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები განათლებას მშობლიურ ენაზე იღებენ. სკოლებში მცირე ჯგუფების ენებიც დაინერგა. შვიდი ახალი ენის სწავლება დაიწყო. მათ აქვთ საკუთარი იდენტობის და კულტურის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ განვითარების შესაძლებლობა. რეალურად, ჩართულობის თვალსაზრისით, დღეს პრობლემა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაა, სხვა საკითხებთან ერთად. მათთან ამაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ არსებობს „რუხი ზონები“ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ეს ოკუპირებული ტერიტორიებია.

 

 

„აი, აქ გვჭირდება გაძლიერებული საერთაშორისო ძალისხმევა, რათა ტერიტორიებზე, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც შეზღუდული წვდომის გამო საქართველოს სახელმწიფო საკუთარი უფლებების დაცვის გარანტიებს ვერ უქმნის, საერთაშორისო მისიებს წვდომა ჰქონდეთ. ევროსაბჭოს, გენერალური მდივნის მოხსენებების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს და რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს საპარლამენტო კომიტეტმაც, მონიტორინგის მისიამაც მოისმინოს და საკუთარ საპარლამერნტო მუშაობაში ასახოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი