ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პენსიებთან დაკავშირებით 2020 წლის ბიუჯეტში ინიატივა მზადდება
19-09-2019, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

 


„ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თითოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე.

 


„2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძირითადად აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და, როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, აღნიშნულზე დამატებით მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, განაცხადა ნათია თურნავამ.

 


პენსიების ზრდაზე განცხადება გიორგი გახარიამაც გააკეთა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს. მან თქვა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები.

 

კომენტარები: 1
#1  გივი
      
მაქსიმალური პენსიის ზღვარიც გადასახედია
19 სექტემბერი 2019 09:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი