2020 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში პირველი ოქტომბრისთვის შეიტანს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები სამინისტროებთან, მათ დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან.
„დეტალურად გავდივართ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ჩვენი სტრატეგია მოკლედ ორ სიტყვაში შეიძლება აღიწეროს - ესაა, მთავარი ინფრასტრუქტურების პროექტების გაგრძელება და განვითარება, რომელიც პრაქტიკულად, თვისობრივ ცვლილებას შეიტანს ქართულ ეკონომიკაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯების მისაღებ დონეზე შენარჩუნება, და რასაკვირველია, ესაა სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ ავცდებით, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველებს, თითოეული პენსიონერს. სწორედ ამ ყველაფრის შეჯერებაზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, მომავალი კვირის ჩათვლით, გაგრძელდება შეხვედრები როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და უკვე კანონით დადგენილ ვადაში, 1-ელ ოქტომბერს, 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია შევა საქართველოს პარლამენტში.
„დეტალები ცნობილი გახდება სწორედ ამ დროისთვის. გავდივართ ყველა პარამეტრს. ამავდროულად, რასაკვირველია, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და მათთანაც შევაჯერებთ. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროგრამა სსფ-სთან, რომელიც გვიწესებს ჩარჩოს განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი იმ დღემდე, ვიდრე ჩვენ წარვდგებით პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.