პრემიერ მინისტრი გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა
19-09-2019, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას.

 

 

ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში მჭიდრო პარტნიორობაზე. ხაზგასმით აღინიშნა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა, ასევე გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა.

 

 

საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად.

 

 

შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები. გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში.

 

 

ელჩმა ქნირშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი