საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.
კონფედერაცია „VNO-NCW“ წარმოადგენს ნიდერლანდების ბიზნეს-სექტორის ინტერესებს და იგი აერთიანებს 160-მდე წევრ-ასოციაციასა და 185 ათასზე მეტ კომპანიას.
შეხვედრის მიზანს კონფედერაციასა და საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა წარმოადგენდა. მხარეებმა კონფედერაციის წევრი კომპანიებისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.