ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსისმიმდებარედ არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
ამ ეტაპზე, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, ფილები, ბორდიური, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები.
პროექტის დეტალები, რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება, ადგილობრივ მცხოვრებლებს ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემგააცნო.
„აქ ოდესღაც დასასვენებელი სივრცეარსებობდა, თუმცა ახლა რა მდგომარეობაც არის, სკვერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიმდებარე ტერიტორია გადაქცეულია ავტოსადგომად. ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობას მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა. ადგილობრივებს გარკვეული შიშიც ჰქონდათ, რომ აქ საცხოვრებელი კორპუსიაშენდებოდა, თუმცა შიშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამ ტერიტორიაზე სკვერიმოეწყობა.სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ მოქალაქეებს და მათ პროექტის დეტალები გავაცანით“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა242 776 ლარს გამოყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.